“არ უნდა შეგვეშინდეს, ეს მთავრობა დამთავრდება, იმიტომ რომ ბოროტებაზეა აგებული“ - მედიკოსების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
ჯანდაცვის სამინსტროსთან დღეს უკვე მეორე აქცია გაიმართა- მიხეილ სარჯველაძის უწყებასთან ამ წუთებში მედიკოსები იმყოფებიან.
ექიმები ითხოვენ, საჯარო გახდეს ინფორმაცია, თუ რომელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა ხარებას სპეცრაზმმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ისინი ყველას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ არავის უნდა შეეშინდეს, რადგან ეს მთავრობა მალე დამთავრდება.
ექიმის პირდაპირი მოვალეობაა, მიუხედავად იმის, ვინ არის პაციენტი, მას აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება. ადამიანი ორ დაგდებულ ახალგაზრდას შველოდა, იმის გამო, რომ იყო ექიმი და შველოდა, მივიდნენ და გალახეს. დღეს ვატო გალახეს, ხვალ მე გამლახავენ, ზეგ სხვას გალახავენ. შესაბამისად, ეს არის ბოროტება, უსამართლობა, რომელიც უნდა გავაპროტესტოთ. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს მთავრობა დამთავრდება, ვერ იქნება დიდხანს, იმიტომ რომ ბოროტებაზეა აგებული“, - განაცხადა აქციის მონაწილე ექიმმა.