საქართველოში საარსებო მინიმუმი 262 ლარამდე გაიზარდა

16.12.24 15:51
საქართველოში საარსებო მინიმუმი 262 ლარამდე გაიზარდა

2024 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი მხოლოდ 10.1 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი 5.9 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256.5 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 252.3 ლარს შეადგენდა, 2024 წლის ოქტომბერში კი 256.5 ლარს.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის გასული წლის ნოემბერში 223.4 ლარით განისაზღვრა. მაშინ, როცა 2024 წლის ნოემბერში 232.4 ლარი, ოქტომბერში - 227.2 ლარი იყო.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების (დენის+გაზის+წყლის) ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება, ტელეკომუნიკაციის ღირებულება, ჯანდაცვის სერვისების და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების მინიმალური საარსებო რაციონის ღირებულებას ეფუძნება.

მსგავსი სიახლეები