“დროას“ წევრი, ნიკო ქვაცაბაია 2000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

16.12.24 17:16
“დროას“ წევრი, ნიკო ქვაცაბაია 2000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

“დროას“ წევრი, ნიკო ქვაცაბაია 2000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - პოლიციელის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

ქვაცაბაია ამბობს, რომ განყოფილებაში საკუთარი ავტომობილით მივიდა და როდესაც ტელეფონი მოითხოვა, რათა ოჯახის წევრები გაეფრთხილებინა, იქ დაიძაბა სიტუაცია და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ამიხსნეს დაკავება მაშინ კი არ მოხდა, როცა განყოფილებაში გადამიყვანეს, არამედ განყოფილებაში, ჩემი ქმედებებიდან გამომდინარე. პირველად ვიყავი მსგავს სიტუაციაში, გამაჩერეს და მითხრეს, რომ განყოფილებაში გადავსულიყავით. ვითხოვდი მობილურს, მანამდე შეყვარებულს მივწერე, რომ სახიფათო გზაზე ვმოძრაობდი და სწორედ მაგას ვითხოვდი, რომ მიმეწერა, კარგად ვარ-მეთქი. 2000 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს“, - განაცხადა ქვაცაბაიამ.

საქალაქო სასამართლოში ასევე ჩანიშნული იყო მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის პროცესი, თუმცა ის 23 დეკემბრამდე გადაიდო.

სასამართლოში ჩემი წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა, რადგან პარალელურად საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული და მაგის გამო გადაიდო პროცესი“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები