“საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია“ - ხელოვანები საპროტესტო მსვლელობას მართავენ
ხელოვანები ისევ ქუჩაში არიან - მსახიობები დაკავებულ კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს და იუმორისტ, ონისე ცხადაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მარში სიმბოლურად კინოთეატრ “აპოლოდან“ დაიწყეს.
“საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია“ - ამ ლოზუნგით ისინი პარლამენტისკენ მიემართებიან.
ჩვენ ვნახეთ როგორ დაუპირისპირდა შიშს, ჩაგვრას და რეპრესიებს ქართული საზოგადოება, ეს არის ამ დღეების ყველაზე დიდი მონაპოვარი და ის ბოროტება, რაც ჩვენ ვნახეთ, გავეშებული “ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მხრიდან, კარგად გამოჩნდა, როგორ გაანადგურეს მათ ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც“, - განაცხადა კახა კინწურაშვილი.
“გამოუშვით უკანონოდ დაკავებული ტყვეები, სანამ დროა“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ჩვენ ყველაზე მშვიდობიანი გზა ავრიჩიეთ გასაპროტესტებლად, გავფიცეთ, ქუჩაში ვდგავართ და ყოველდღე მარში გვაქვს, ამაზე მშვიდობინი რაღა უნდა იყოს“, - განაცხადა პაატა ინაურმა.
ხელოვანები ცოტა ხნით კინოს სახლთან გაჩერდებიან, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარალმენტის წინ მთავარ აქციას შეურთდებიან.