შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაუქმებთ საახალწლო ღონისძიებებს - კურორტი საირმე
კურორტი საირმე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს აუქმებს.
ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება გავაუქმოთ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები.
ვიმედოვნებთ ძალიან მალე, ყველა ერთად ვიზეიმებთ მნიშვნელოვან დღესასწაულებს," - წერია განცხადებაში.