"დაინიშნოს ახალი არჩევნები, თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა

16.12.24 18:28
"დაინიშნოს ახალი არჩევნები, თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა

ამ წუთებში თბილისის ქუჩებში ლიტერატორების მარში მიმდინარეობს -  მწერლები, პოეტები, თარჯიმნები და გამომცემლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან დაიძრნენ და ახლა პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან. 

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა გზად დიდი ბანერი გაშალეს, სადაც წერია - "დაინიშნოს ახალი არჩევნები, თავისუფლება პოლიტპატიმრებს".

ლიტერატურა თავიდან ბოლომდე არის თავისუფლება. ლიტერატურა არის ამ სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ამ იდეას პოეტები, მწერლები, თარჯიმნები ინახავდნენ. დღეს ეს ხალხი არის გამოსული თავისუფლების დასაცავად", - ამბობს რატი ამაღლობელი. 

მსგავსი სიახლეები