"მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს დაუბრუნდეს" - მოქალაქეები მსვლელობით პირველ არხთან მიდიან
ლიტერატურის სფეროს წარმომდგენლები რუსთაველის გამზირიდან საპროტესტო მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიდიან.
პროევროპული აქციის მონაწილეები პირველ არხზე მთელი დღის განმავლობაში ღია ეთერს მოითხოვენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არა კონკრეტულ პარტიას, არამედ ხალხს ეკუთვნის.
რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოების წევრებს ჰქონდათ მოთხოვნა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომ გაეხსნათ ეთერი საზოგადოებისთვის. არ ისმის ხალხის ხმა, ეს არხი ეკუთვნის ხალხს. ჩვენ რამდენიმეხნიანი მოლაპარაკების შემდეგ მივიღეთ ეს თანხმობა, რომ საზოგადოების წარმომადგენლები იქებოდნენ ეთერში, მაგრამ ადმინისტრაციამ დაარღვია ყველანაირი ხელშეკრულება, მოლაპარაკება. მათ გუშინ ჩაატარეს სპეცოპერაცია, ჟურნალისტის მაგივრად ეთერში იდგა ზონდერი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა, როგორც პროფესიას, რომელმაც არ იცის, რომ ის არ უნდა იყოს მხარე, არ შეიძლება იყოს მოდებატე, ის უნდა იყოს დამცველი ადამიანების განსხვავებული აზრის, ამიტომ მივდივართ ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოვითხოვთ, რომ დაუბრუნონ ეთერი ხალხს. საკმარისია ეს 1-საათიანი სპეცოპერაციით წამოწყებული ეთერები. გაიხსნას დღის ეთერი ხალხისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს ადამიანების ხმა და მოვუწოდებ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ტელევიზია დაუბრუნონ ხალხს'', - ამბობს აქციის მონაწილე.