ავარია ქობულეთში - არიან დაშავებულები

05.09.21 10:10
ავარია ქობულეთში -  არიან დაშავებულები

ქობულეთში ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ღამე მოხდა. შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.