ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობაა.