"ბებიას არასდროს ერქმევა ბაბუშკა" - დღეს თბილისის ქუჩებში ბებიებისა და ბაბუების საპროტესტო ხმა ისმოდა
"ბებიას არასდროს ერქმევა ბაბუშკა" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ხელში დღეს თბილისის ქუჩებში ბებიებისა და ბაბუების საპროტესტო ხმა ისმოდა. დედაქალაქში ყოველ დღე უპრეცედენტო მსვლელობების ნახვა გვიწევს.
ყოველ დღე, ყველა ქუჩაშია, ყველა ოლიგარქის წინააღმდეგ იბრძვის. "გაათავისუფლეთ პატიმრები და დანიშნეთ ახალი არჩევნები" - ამ მოწოდებით შვილიშვილების თაობას რეჟიმისგან ბებია-ბაბუები იცავენ.
თბილისი მასშტაბურმა და უპრეცედენტო პროტესტმა მოიცვა. უწყვეტ რეჟიმში, დღისით და ღამით დედაქალაქი პარალიზებულია, ქუჩები კი ხალხით არის სავსე. ყველგან "ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ შეძახილები ისმის. მოქალაქეები სამსახურის ნაცვლად, საპროტესტო მსვლელობაში დგანან. ყველა ერთად კი ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვის.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.