საქართველოში პროტესტის მე-19 დღეა - მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს

16.12.24 20:05
საქართველოში პროტესტის მე-19 დღეა - მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს

საქართველოში პროტესტის მე-19 დღეა - მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს. დილიდან გვიან ღამემდე თბილისის ქუჩები მოქალაქეებით არის გადავსებული და "ქართული ოცნების" რეპრესიების წინააღმდეგ შეძახილები ისმის. 

ევროპული მომავლის მცველები ივანიშვილის გუნდისთვის წითელი ხაზების გადაკვეთას არ პატიობს და უკან დახევას არ აპირებს. ყველას კარგად ესმის,რომ დაწყებული ბრძოლა გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

უნდა გათავისუფლდეს ყველა. ჩვენს თანამებრძოლებს და თანამოაზრეებს ვერ დავტოვებ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე და მეორე მოთხოვნა, რომელიც საზოგადოების უმეტესობას გვაქვს, რომ ჩატარდეს ხელახალი დამოუკიდებელი არჩევნები. სანამ ეს ორი მოთხოვნა არ შესრულდება ჩვენ აქ ვიქნებით', - ამბობს ბაჩო ქაჯაია.   

მსგავსი სიახლეები