"www.freebusiness.ge -ზე შემოსულია 862 ბიზნესის განცხადება" - პლატფორმის დამფუძნებელი

16.12.24 23:16
"www.freebusiness.ge -ზე შემოსულია 862 ბიზნესის განცხადება" - პლატფორმის დამფუძნებელი

 პლატფორმა www.freebusiness.ge-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს,  რომ პლატფორმაზე 862 ბიზნესის განცხადებაა შესული.

"www.freebusiness.ge -ზე შემოსულია 862 ბიზნესის განცხადება, ვერიფიცირებულია 445. ხვალ ყველას ვერიფიკაციას გავაკეთებთ! ვისაც არ დაუფიქსირებია პოზიცია და ხალხს აინტერესებს, მაგ კომპანიების სია გამოჩნდება ხუთშაბათს, 13:00-ზე '', - წერს გიორგი ჩუგოშვილი. 


შეგახსენებთ, თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ ახალ წლამდე "ქართულმა ოცნებამ" დანიშნოს ახალი არჩევნები და აქციის ფარგლებში დაკავებული პატიმრები ციხეებიდან გამოუშვან.