საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 16.7% -NCDC
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების თანახმად, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 16.7%, რაც 475 748 ადამიანს შეადგენს.
5 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 314 104 აცრა.
1 დოზით ვაქცინირებულია 362 608 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.4%
4 სექტემბერს აიცრა 22 733 მოქალაქე.