დღეს, ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დებატები გაიმართება

17.12.24 12:13
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დებატები გაიმართება

საქართველოში მიმდინარე მოვლენები - დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება.

დებატები ადგილობრივი დროით დაახლოებით, 10:50 საათზე დაიწყება. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები „საქართველოში მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების დარბევის“ შესახებ იმსჯელებენ.

ევროკომისიის სახელით განცხადებას დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, დუბრავკა შუიცა გააკეთებს.

ასევე, პლენარულ სხდომაზე სიტყვით ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გამოვლენ.

მსგავსი სიახლეები