აფხაზეთში უძრავი ქონების გამოყენების საქმე - სტრასბურგმა რუსეთი გაამტყუნა

17.12.24 16:31
აფხაზეთში უძრავი ქონების გამოყენების საქმე - სტრასბურგმა რუსეთი გაამტყუნა

სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია - საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“  ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთი გაამტყუნა.

კერძოდ, საქმე ეხებოდა უძრავ ქონებას, რომლებიც მომჩივნებს საქართველოში, აფხაზეთში დარჩათ ან არ შეუძლიათ გამოყენება მას შემდეგ, რაც იქ საომარი მოქმედებები დაიწყო.

სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2-მა რუსმა: გალინა ტაგანოვამ და ტარიელ ესართიამ და 4-მა ქართველმა: ქეთევან მეხუზლამ, ქსენია სანაიამ, სულიკო დვალმა და მარინა გოგიამ. ისინი 1914-დან 1960 წლების შუალედში დაიბადნენ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ დაირღვა:

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №1 ოქმის (საკუთრების დაცვა) 1-ლი მუხლი და კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).
სასამართლომ გაიმეორა, რომ აფხაზეთი იყო ტერიტორია, რომელზეც რუსეთი ახორციელებდა დე ფაქტო კონტროლს. კერძოდ, მან დაასკვნა, რომ მომჩივნებს ჰქონდათ სახლები აფხაზეთში.
თუმცა, მათ არ ჰქონდათ საშუალება საქართველოში ან რუსეთში მიემართათ სასამართლოსთვის ან სხვა უწყებისთვის, რომ თავიანთი ქონება დაებრუნებინათ ან მიეღოთ მის გამოყენების უფლება.

იმის გამო, რომ ტერიტორიაზე კონტროლს რუსეთი ახორციელებდა, ხოლო მისი მხრიდან ძალისხმევის ნაკლებობა, დაეცვა საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს დააკისრა საკუთრების უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე.

 

მსგავსი სიახლეები