საია: მშვიდობიანი დემონსტრანტების სასარგებლოდ არცერთი სრულად გამამართლებელი შედეგი არ დამდგარა
მშვიდობიანი დემონსტრანტების სასარგებლოდ არცერთი სრულად გამამართლებელი შედეგი არ დამდგარა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის თქმით, აქციაზე დაკავებული პირების უმეტესობა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს, თუმცა, დღემდე არცერთი სამართალდამცავი არ მიუციათ პასუხისგებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი აგრძელებს აქციაზე დაკავებულებისა და დაზარალებულების უფლებების დაცვას.