ვგმობთ ძალადობას და მოვუწოდებთ "ოცნებას", ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს - ევროსაბჭოს ანგარიში
ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოსაც შეეხება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბჭო სინანულს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. საბჭო ასევე გმობს იმ სასტიკ ძალადობას, რომელიც მშიდობიანი მომიტინგეების წინაღმდეგ განხორციელდა და მოუწოდებს "ოცნებას", ყველა საქმე გამოძიოს, რათა პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც აღნიშნულ ძალადობაში მონაწილეობდნენ.
ევროსაბჭო ასევე, მოუწოდებს ივანიშვილის ხელისუფლებას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს და დემოკრატიული და ყოვლისმომცველი რეფორმები გაატაროს.
საბჭო სინანულს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის უახლეს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელი პირები – დასჯილი.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას და მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რაც შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს. საბჭო ხაზს უსვამს იმ ცხრა ნაბიჯის განხორციელების მნიშვნელობას, რომლებიც მოცემული იყო კომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ კომუნიკაციაში.
საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების სფეროებში უკუსვლის გამო. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და პლურალიზმის, აგრეთვე LGBTI პირთა უფლებების“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში.
დოკუმენტში პრიდაპირ წერია, რომ "ოცნებამ" თავი უნდ შეიკავოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციების საწინააღმდეგო ქმედებებისა და განცხადებებისგან.
საბჭო კვლავ გამოხატავს მტკიცე მოლოდინს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებსა და შემზღუდავ ზომებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად, როგორც უმთავრეს პრიორიტეტს, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების ჩათვლით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციების საწინააღმდეგო ქმედებებისა და განცხადებებისგან. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ევროპულ გზას საფრთხეს უქმნის და აცხადებს, რომ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით.
საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, რაც, ფაქტობრივად, გამოიწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა მათ ევროპულ გზაზე, გამოხატავს სინანულს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადების გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე,