გამაოგნებელი ამბავი - დანაშაული, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება მალავდა

17.12.24 21:45
გამაოგნებელი ამბავი - დანაშაული, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება მალავდა

მომიტინგესთვის რეჟიმის სასასტიკე ტრაგიკული შედეგით დასრულდა. ახლაგზრდა შოკიდან გამოვიდა და ახლა ოლიგარქის გუნდის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. პირი, რომელის ინტერესებსაც ადამიანის უფლებათა სახლი იცავს, მაისის აქციების დროს დააკავეს. არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის უფლება. იზოლაციაში მოაქცეულს ამ დროს სახლში მძიმე ავადმყოფი დედა ელოდა, რომელსაც ის მარტო უვლიდა. დედა გარდაიცვალა.

"ადამიანის უფლებათა სახლმა'' ამ შოკისმომგვრელი ამბის დეტალები დღეს გაასაჯაროვა. რეჟიმის მსხვერპლის ვინაობას ვერ"პირველები" ვერ ასაჯაროებს, რადგან ის ამ დრომდე შიშით ცხოვრობს. ირკვევა, რომ დაკავების შემდეგ აქციის მონაწილე გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა რეგიონის იზოლატორში გადაიყვანეს. ორი დღე დაკავებულ ადამიანს არ მისცეს დარეკვის უფლება და როგორც თვითონ ყვება, დედამისის მდგომარეობა ამ ორ დღეში ისე დამძიმდა, რომ გარდაიცვალა.  

ვრცლდ ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები