კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს - ლევან რატიანი

05.09.21 16:10
კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს - ლევან რატიანი

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში, მაღალი მომართვიანობის გამო, პაციენტების მისაღებად არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის. ამის შესახებ ლევან რატიანმა ტვ პირველის "დღის ამებებში" ისაუბრა.

კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს, თუ ვინმეს ვწერთ, ყოველდღე 20-25 პაციენტი ყოველდღიურად ეწერება კლინიკიდან, მაგრამ მიღებაც ასევე ხდება. ცარიელი საწოლი 1 საათითაც კი არ გვაქვს. მართალია, შემთხვევების რაოდენობა არ არის სახარბიელო, ძალიან ცუდია, მაგრამ უამრავი მიზეზი არსებობს რატომაა ლეტალობის ინდექსი ძალიან მაღალი. ბევრი ინფიცირებული გვყავს, რომელცი პირდაპირპროპორციულ კავშირში არიან დამძიმებასთან", - ამბობს ლევან რატიანი.

ამ დროისთვის კლინიკაში  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის  ინტენსიურ განყოფილებაში 58 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

რატიანის თქმით, ყველაფერი კეთდება პაციენტების გადასარჩენად, თუმცა ლეტალობის ინდექსი მაინც მაღალია.