ბიზნესის გაჩუმების მცდელობა კობახიძეს ჩაუვარდა - "ოცნებას" უკვე 600-მდე ბიზნესი ემიჯნება
ახალ არჩევნებს ქვეყანაში უკვე 600-ზე მეტი კომპანია ითხოვს. ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მოთხოვნებს მსხვილი ბიზნესი ერთმანეთის მიყოლებით უერთდება. "კოკა კოლა" და "მაკდონალდს საქართველო", რომელიც საქართველოს ბიუჯეტში ყოველ წელს ათობით მილიონი ლარი შეაქვს ვადამდელი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას შეურთდა. ბიზნესმენებმა ხუთშაბათამდე უნდა გადაწყვიტონ, ვის გვერდით დგას: რეჟიმის, რომელიც ხალხს არბევს და აწამებს, თუ ხალხის, რომელიც ახალ არჩევნებს ითხოვს.
ახალი არჩევნების და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება ონლაინგაყიდვების ბაზრის ლიდერი კომპანია "ველი-სთორი". მისი მფლობელი თემურ უგულავაა. უგულავა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენია საქართველოში. ის ფლობს "აჭარა ჯგუფს", რომელიც რამდენიმე მსხვილ ბიზნესს აერთიანებს - წამყვან სასტუმროებსა და კომპანიებს. მსხვილი ბიზნესი "ოცნებას" ემიჯნება, მათ შორის ქსელური მარკეტერებიც.
ვრცლდა ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.