ღია მუქარა სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორება მეტროს ვაგონში - სად არიან რუსთაველზე დაკავებული "ტიტუშკები"

17.12.24 21:41
ღია მუქარა სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორება მეტროს ვაგონში - სად არიან რუსთაველზე დაკავებული "ტიტუშკები"

 

მოქალაქის მიერ მეტროს ვაგონში ჩაწერილი ორი ნიღბიანის საუბარი ცხადყოფს, რომ ისინი აქციის მონაწილეებზე თავდასხმას გეგმავდნენ. მალევე ისინი თავს ერთ-ერთ ახალგაზრდას დაესხნენ, რომელიც, სავარაუდოდ, აქციაზე მიდიოდა. 

ახალგაზრდა თავდასხმას მეტროს მგზავრებმა გადაარჩინეს. მას შემდეგ, რაც ორმა ნიღბიანმა მეტროს ვაგონი დატოვა, მუქარა გააგრძელეს. "პირველებმა" იპოვა თვითმხილველი, ვინც ეს ვიდეომასალა გადაიღო ის ადასტურებს, რომ ე.წ. ტიტუშკები აქციის მონაწილეების მისამართით იგინებოდნენ, იმუქრებოდნენ და ასე გააგძელეს სვლა რუსთაველის გამზირისკენ. მოქალაქე, ვინც მათი გადაადგილების კადრები გადაიღო, ამბობს, რომ გარკვევით ისმოდა, როგორ იმუქრებოდნენ კონკრეტული პირის მოკვლით.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები