ალექსი თირქიას მამიდა: ამბობს, აქედან რომ გავალ, აუცილებლად აქციაზე წავალო

17.12.24 19:48
ალექსი თირქიას მამიდა: ამბობს, აქედან რომ გავალ, აუცილებლად აქციაზე წავალო

აქციაზე დაშავებულ 21 წლის ბიჭის, ალექსი თირქიას მამიდა ამბობს, რომ მისი ძმისშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯოებსებულია და უკვე პალატაში იმყოფება.

როგორც  ეკა თირქიამ “ტვ პირველის“ გადაცემა “დღის ამბებში“ განაცხადა, თვალზე საერთო ფუნქცია დარღვეული არ არის.

“ექიმებმა გვითხრეს, რომ მხედველობა დაქვეითებული აქვს, მაგრამ აღსდგება“, - ამბობს ეკა თირქია.

პარამეტრები გაუმჯობესებულია და გადაყვანილია პალატაში, გვეკონტაქტება. ექიმებმა გვითხრეს, რომ თვალზე საერთო ფუნქცია დარღვეული არ არის, მხედველობა დაქვეითებული აქვს, მაგრამ აღსდგება.  

წინ გრძელი რეაბილიტაცია გველოდება, ნელ-ნელა მივდივართ წინ“, - თქვა ეკა თირქიამ.

მამიდის თქმით, ალექსი საავამდყოფოდან გასვლისთანავე აქციაზე მისვლას გეგმავს.

იმ ღამის შესახებ არ ვესაუბრებით, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, თუმცა თვითონ ამბობს, რომ აქედან რომ გავალ, აუცილებლად აქციაზე წავალო“, - დასძინა მან. 

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, 21 წლის ალექსი თირქიას მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტის ყველა ქცევა, მოქმედება გახლავთ ცნობიერი და ის ითხოვს ადგომას. 

  • 21 წლის ბიჭს, 3 დეკემბერს, აქციაზე თვალის არეში ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა, ის სედაციურ ძილში იმყოფებოდა.

 

მსგავსი სიახლეები