პროტესტის მე-20 დღე - თბილისის ქუჩებში ისევ ზღვა ხალხია

17.12.24 20:15
პროტესტის მე-20 დღე - თბილისის ქუჩებში ისევ ზღვა ხალხია

 

20 დღეა თავისუფალი ადამიანების შეკრების დრო და ადგილი უცვლელია. რუსთაველის გამზირი ამ წუთებშიც გადაკეტილია. ყველა საპროტესტო მსვლელობის ბოლო  გაჩერება ტრადიციულად პარლამენტის ტერიტორიაა. "დაუმორჩილებლობა თავისუფლების საწინდარია" - სწორედ ეს არის დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილი. აქციის მონაწილეები პერიოდულად "აჯანყდი" და "გაიფიცეს" სკანდირებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე "ოცნება" მათ მოთხოვნებს არ შეისმენს და ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

საპროტესტო მსვლელობას ამ წუთებში  რატი ამაღლობელიც მიჰყვება. პოეტი პირდაპირ ამბობს, რომ შეუძლებელია, ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით არ დასრულდეს. 

გავდივართ რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების რთულ და მძიმე პროცესს, მაგრამ ამ ძალის მომცემია ამ საზოგადოების ერთობა, სტუდენტური საზოგადოების, პროფესორ-მასწავლებლების, საუნივერსიტეტო საზოგადოების ერთობა. მე პირდაპირ მინდოდა მისვლა აქციაზე, მაგრამ სტუდენტებმა არ მომცეს ამის საშუალება. ერთუ ქურთუკი მაცვია და ვესწრეფი იმ მარშს, რომელიც მეკუთვნის. გუშინ ეს იყო ლიტერატორების მარში, დღეს ეს არის სტუდენტური და აკადემიური სივრცის მარში. ეს აის ისტორიული ამბავი, რომელიც შეუძლებელია ქართველი ხალხის გამარჯვებით არ დამთავრდეს, - ამბობს რატი ამაღლობელი. 

საპროტესტო მსვლელობაში ამ წუთებში მონაწილეობას გერმანიის პარლამენტის წევრიც მონაწილეობს.  

ვხედავთ, რამდენად ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც აქვს ოცნება, გახდეს ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ, ხელისუფლება სულ სხვა გზით მიდის. ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, გაეხსნათ კარი საქართველოსთვის. ევროკავშირის წევრი რომ გახდე, უნდა გქონდეს დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, პატივი სცე უმცირესობებს. „ქართული ოცნება“ წავიდა არასწორი მიმართულებით. ჩენ ვხედავთ, როგორ ძლიერად იბრძვის ქართველი ხალხი ევროკავშირის გზისთვის, - ამბობს ბუნდესტაგის წევრი. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები