"ისტორია იწერება აქ და ახლა" - ისტორიკოსები საპროტესტო მარშს მართავენ

17.12.24 20:29
"ისტორია იწერება აქ და ახლა" - ისტორიკოსები საპროტესტო მარშს მართავენ

 

ისტორიკოსები, ლექტორები და მათი სტუდენტები საყოველთაო პროტესტის მარშით უერთდებიან. დაუმორჩილებლობის მეოცე დღესაც ყველა პროფესიის და ასაკის ადამიანი ისევ ქუჩაში დგას. ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნები და რეჟიმის ცვლილებაა. ამ მოთხოვნით მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. 

"ისტორიკოსები დგანან ისტორიის სწორ მხარეს" - სწორედ არ შეძახილებით მიემართება ახლა მსვლელობა დედაქალაქის მთავარ გამზირისკენ. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ახლა წყდება ქვეყნის ბედი, ახლა აქვს ქვეყანას ისტორიული შანსი და ამ შანსისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. 

ბიძინა ივანიშვილმა თქვა ასეთი ფრაზა გაზაფხულის პროტესტებზე, რომ ახალგაზრდები თავით ეჯახებიან კედელსო და მეცოდებიანო, ვერაფერს შეცვლიანო. ქართველები, ჩემი აზრით, ვართ თავკომბალები, ისეთი კედლები გვინგრევია და ისეთი იმპერიები დაგვინგრევია, ამ შუშის კედელსაც გავამსხვრევთ. გეხვეწებით, ბატონო ბიძინა ივანიშვილო, წაბრძანდით, დაგვასვენეთ ად ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები