საპროტესტო მსვლელობაა ბათუმშიც - "ოცნების" წინააღმდეგ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გამოვიდნენ
საპროტესტო მსვლელობა ბათუმის უნივერსიტეტიდან აჭარის სახლისკენ - სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები ქუჩაში ისევ რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მსვლელობამდე კი იყო შეკრება უნივერსიტეტში, შენობაში, საიდაინაც ქვეყანაში ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური პროტესტი აზვირთდა. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელში დღეს რეჟიმის მიერ დასახიჩრებული და დაკავებული ადამიანების პლაკატებით მივიდნენ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან იმყოფებიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე საბოლოო შედეგს არ მიაღწევენ.
ბათუმელი სტუდენტები და მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში გამოვდივართ ქუჩაში, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ შერჩება ის, რომ გააყალბა არჩევნები, არ შევარჩენთ იმ უსამართლოდ დაკავებულ და ნაცემ პირებს, რომლებიც არიან ახლა „ოცნების“ ტყვეობაში. არ ვიღლებით და არ დავიღლებით, - ამბობს აქციის მონაწილე.
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.