"ვითხოვთ საეთერო დროს!" - პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებელია
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისევ პროტესტია. მოთხოვნები უცვლელია: ქვეყანაში მიმდინარე სახალხო პროტესტს დაეთმოს მეტი საეთერო დრო და გადადგეს არხის ხელმძღვანელობა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მაუწყებელი, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების აზრს უნდა გამოხატავდეს და ითხოვენ, რომ დღის ეთერებიც გაიხსნას იმ ხალხისთვის, ვინც ქვეყნის ევროპულ მომავალს ქუჩაში იცავს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს ხალხს, გადაიქცა პარტიულ ტელევიზიად, სადაც ჟღერს მხოლოდ საზოგადოების ნაწილის ხმა და ამას დაემატა ახალი პრობლემა, რომ არჩევნების დროს და ახლა, როცა მთელი საზოგადოება ფეხზე დგას, გაჩერებულია ყველა ეთერი და სერიალებისთვის სცდება დრო. ჩვენ ჩვენი ბრძოლით მივაღწიეთ იმას, რომ 1 საათიანი თუ უფრო ცოტა საეთერო დრო დაგვეთმოს საზოგადოების წარმომადგენლებს, მაგრამ თქვენც ხედავთ, როგორი ბულინგის, როგორი ხელის შეშლასთან ერთად მიმდინარეობს ეს პროცესი, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.