"თავისუფალი" - თეატრალურ უნივერსიტეტთან მსახიობებს და რეჟისორებს აჯილდოებენ
ამ წუთებში თეატრალურ უნივერსიტეტთან ხალხმრავლობაა. იქ "თავისუფლების" ჯილდოთი იმ მსახიობებს და რეჟისორებს აჯილდოებენ, რომლებიც პროტესტის დაწყების დღიდან რუსთაველის გამზირზე დგანან. ნომინაციები სხვადასხვაა: საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისორი და ა.შ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა, იმიტომ, რომ ეს არის დამოუკიდებელი კომპანიების, დამოუკიდებელი სათეატრო ინიციატივების მხარდამჭერი პრემია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ როგორც სცენოგრაფი პირველად დავჯილდოვდი ცხოვრებაში და ძალიან სასიხარულოა. ამ პრემიას ჰქვია „თავისუფალი“ და ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, - ამბობს დაჯილდოებული ხელოვანი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.