სტუდენტებმა “თეატრალური უნივერსიტეტის“ ფოიე დაიკავეს-ისინი რექტორთან შეხვედრას ითხოვენ
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ სტუდენტებმა “თეატრალური უნივერსიტეტის“ ფოიე დაიკავეს. ისინი რექტორთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც ირკვევა, რექტორი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათთან შეხვედრას ვერ ახერხებს.
ვიკავებთ თეატრალურის შესასვლელს იმ მიზნით, რომ შევხვდეთ რექტორს, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი საქთმელი, რაც არის. რადგან უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტებს. მნიშვნელოვანია დადგეს ის დღე, რომ ყველა იყოს თავისუფალი და ყველა იყოს თავისუფალი და არა ერთი“, - ამბობს სტუდენტი.
ირაკლი კვირიკაძის თქმით, სტუდენტების მიერ ფოიეს დაკავება ემსახურება იმას, რომ უნივერსიტეტს მოთხოვონ დააფიქსიროს ის პოზიცია, რომელიც აქამდე არ დაუფიქსირებიათ.
სტუდენტები ფოიედან წასვლას არ აპირებენ. ისინი გეგმავენ შენობაში მთელი ღამე დარჩნენ და დაელოდნენ, როდის შეხვდება მათ რექტორი.
ველოდებით რექტორისგან განაცხადს, რომელიც იქნება სოლიდარობა ჩვენი დაპატიმრებული კოლეგების და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ აქციების დროს. გვინდა იყოს ეს განაცხადა უფრო მკაფიო“, - ამბობს სტუდენტი.