იმ ტრაგიკული სიტუაციის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, მხოლოდ მასპინძლები დავრჩით, სტუმარი აღარ გვყავს - გია პირადაშვილი
„ვინივერიას“ და „შატო მერე ვაინსის“ თანადამფუძნებელი, გია პირადაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ტრაგიკული სიტუაციაა, რომლისკენაც “ჩვენი ქვეყნის ე.წ. მთავრობამ წაგვიყვანა“.
მისი თქმით, “ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება, გაზაფხულზე აისახება, როგორც ჩვენი, ასევე ქვეყნის ბიუჯეტზე.“
“საბოლოოდ ყველაფერი ძალიან დიდი კატასტოფისკენ მიდის“, - განაცხადა პირდაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.
იმ ტრაგიკული სიტუაციის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, საითაც წაიყვანა ჩვენი ქვეყნის ე.წ. მთავრობამ, ბოლო რამდენიმე თვეა მხოლოდ მასპინძლები დავრჩით, სტუმარი აღარ გვყავს.
არის დიდი კითხვის ნიშანი, სად ვიქნებით რამდენიმე თვეში. ეს ყველაფერი გაზაფხულზე აისახება, როგორც ჩვენი, ასევე ქვეყნის ბიუჯეტზე. საბოლოოდ ყველაფერი ძალიან დიდი კატასტოფისკენ მიდის.
რაღაც პერიოდი ალბათ კიდევ დაგვჭირდება, რომ ბრძოლა არ დავთმოთ, რადგან ეს შვილებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლაა, მაგრამ ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოგვიხდება და ესაა რეალობა“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.