"ველოდები ლოგინიდან რასთან დაკავშირებით უნდა გამასამართლონ" - აქციაზე ნაცემ კუჭავას დღეს სასამართლო ჩაუნიშნეს
კრიპტო ბაზრის დირექტორი ავთანდილ კუჭავა, რომელიც 30 ნოემბერს აქციაზე სასტიკად სცემეს და ადმინისტრაციულით დააკავეს, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს და დისტანციურად ჩართვა მოსთხოვეს.
ჩემი სასამართლო პროცესი დღეს 13:00 საათზეა,
დისტანციურად ჩაგვერთოსო.
ხო და ველოდები ახლა ლოგინიდან რასთან დაკავშირებით უნდა გამასამართლონ,
ჩემთვისაც საინტერესოა"- წერს კუჭავა.
კრიპტო ბაზრის დირექტორს მძიმე ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს, გამოწერილი აქვს წოლითი რეჟიმი.