კობახიძე ვის, რას დაემუქრება, არავის აღარ ადარდებს - ირაკლი გურჩიანი
თავისუფალი ბიზნესის პროტესტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება. ყოველწუთიერად იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, ვინც ქვეყნაში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატირმების გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება, მათ შორის არის ტოიოტა ცენტრიც, რომლის დამფუძნებელი, ირაკლი გურჩანი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მუქარის უკვე აღარავის არ ეშინია და ბიზნესიც იგივე აზრზეა, რაზეც მოსახლეობის დიდი ნაწილი.
კობახიძე ვისაც დაემუქრება, აღარავის ადარდებს აბსოლუტურად. ეს ძალიან კარგია, რომ ბიზნესიც იგივე აზრზეა რა აზრზრეც არის მოსახლეობის დიდი ნაწილი. განათლება იმიტო არის აუცილებელი, ისტორია მაინც უნდა ქონდს წაიკითხული, რომ ქართველი ერი ერთმანეთს ჭამდა, მაგრამ როცა ერთი საერთო მტერი გამოჩნდებოდა ხოლმე იმპერიები დახეთქებულა საქართველოს კარბიჭეებთან. ბელარუსი გველოდება, ბელარუსი, რუსეთი, მეტი არაფერი გველის, მაგრამ არ გამოვა ეგ თემა. ეკონომიკურად შეიძლება ვთქვათ , რომ აბსოლისტურად ჩამოიშლება ყველაფერი", - ამბობს ბიზნესმენი ირაკლი გურჩანი.
ამ დრომდე "თავისუფალი ბიზნესის" პლატფორმაზე უკვე ოფიცალურად 750 კომპანიაა დარეგისტირებული. ეს ციფრი კი ირაკლი კობახიძის მუქარის შემდედ რეკორდულად იზრდება.