გზის გადაკეტისთვის დააჯარიმეს პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ აქციაზე საერთოდ არ ყოფილა

18.12.24 11:54
გზის გადაკეტისთვის დააჯარიმეს პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ აქციაზე საერთოდ არ ყოფილა

კოალიცია "ცვლილების" წევრი დუტა პეტრიდისი 1000 ლარით დააჯარიმეს. საქმე ზუგდიდში, ჯგუფურად გზის გადაკეტვას ეხება, თუმცა ირკვევა, რომ პეტრიდისი შემთხვევის დროს აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ის ტიტუშკების თავდასხმის შემდეგ მკურნალობას სახლში გადიოდა. ფაქტს, ვიდეოკადრებიც ადასტურებს. 

აღსანიშნავია, რომ პეტრიდისის გარდა, დაკავებულია კიდევ 13 ადამიანი, თუმცა მათი დიდი ნაწილია საპროტესტო აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

პეტრიდისი გეგმავს, ჯარიმა გაასაჩივროს, რადგან მისი თქმით, აქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია. 

13 დეკემბერს, როცა საპატრულო პოლიცია მედავება, რომ მე ჯგუფურად ვკეტავდი გზას და ვაფერხებდი მოძრაობას, ამ აქციაზე არ ვყოფილვარ. ჩემს ადვოკატებთან ერთად ამ ყველაფერს მე ვასაჩივრებ. მაქვს ამის მტკიცებულებები. ჩემი მანქანა მთელი დღის განმავლობაში ჩემს სახლში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ქვეშ იმყოფება. მე მათ მითხრეს, რომ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. მეთქი, თბილისში გამისწორდით ფიზიკურად, იქ 4 საპატრულო ეკიპაჟი მიყურებდა, არაფერი არ ქენით, ჩამოვედი ჩემს ქალაქში, ჩემს მშობლებთან და მეთქი, აქ მაინც რა გინდათ, მეთქი?მითხრეს, რომ თუ ამ ჯარიმას არ ჩავიბარებდი, ანუ ჩემს მანქანაზე იჯდა სხვა, როდესაც ჩემს მანქანას სხვა ფიზიკურად ვერ მართავს. მირჩიეს, რომ ეს ჯარიმა ჩამებრებინა და ამის შემდეგ სამხრე კამერასთან მეთქვა, რომ ამ ჯარიმას გავასაჩივრებდი, - ამბობს დუტა პეტრიდისი. 

მსგავსი სიახლეები