სასამართლოში სასტიკად ნაცემი ბიზნესმენის პროცესი მიმდინარეობს - სხდომას უცხოელი დიპლომატები ესწრებიან
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში სასტიკად ნაცემი ბიზნესმენის, ავთანდილ კუჭავას პროცესი მიმდინარეობს. საქმეს სანქცირებული მოსამართლე, ნინო ენუქიძე განიხილავს. თავად კუჭავა სასამართლოს ვერ ესწრება, რადგან მძიმე დაზიანებებით სახლში მკურნალობას გადის. ის პროცესზე დისტანიცურად უნდა ჩართონ.
დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებიან დიპლომატები აშშ-დან , ესტონეთიდან, ნიდერლანდებიდან და დანიიდან.
ეს უკვე მოერე შემთხვევაა, როდესაც დიპლომატები სასამართლოში მიდიანდ ა თავინათი თვალით უყურებენ და ისმენენ, რა გადაწყვეტილებებს იღებენ მოსამართლეები.
ბიზნესმენი, რომლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესაც დღეს სასამართლო განიხილავს, 30 ნოემბერს დააკავეს, ის სასტიკად ნაცემია და წოლითი რეჟიმი აქვს.