არასრულწლოვნის საქმის განხილვა სასამართლოში - ადვოკატის თქმით, პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს
სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ არასრულწლოვნის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა. ახალგაზრდას წვრილმან ხულოგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. სხდომაზე დღეს პოლიციელები ჰყავდათ ჩვენების მისაცემად მიყვანილი.
როგორც ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოქმის შემდგენმა პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დაკავების ადგილებიც კი სხვადასხვა დაასახელეს.
ასევე უფლებადამცველი ამბობს, რომ არასრულწლოვანი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც ის დაკავების მანქანაში გადაიყვანეს.
შსს-ს ორი თანამშრომლის მიერ მიცემული ჩვენება გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან არის წინააღმდეგობრივი. არ ასახავს რეალურად მიმდინარე მოვლენებს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზოგადაგ აღწერილი გარემოებები, რაც მოხდა იქ, აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია იმ ინფორმაციასთან, რასაც მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მაწვდის. ამიტომ დაცვის მხარეს გვსურს, წარვადგინოთ ადგილზე არსებული სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები", - განაცხადა ადვოკატმა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე არსებულ საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო.