თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია

05.09.21 19:06
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი  ავარიულად დაეშვა - მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია

"აირზენას" თვითმფრინავმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  დაშვება მოახერხა.ამ წუთებში მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ვენის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, ტექნიკური პრობლემები შეექმნა, კერძოდ, შასი ვერ დახურა.

მგზავრებით სავსე თვითმფრინავი თბილისის თავზე 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა.