"ოცნება" ვერ გააგრძელებს ადამიანებზე ძალადობას, ვერ შეწყვეტს საქართველოს ისტორიულ განვითარებას - ემიგრანტების აქცია ნიუ-იორკში

18.12.24 14:11
"ოცნება" ვერ გააგრძელებს ადამიანებზე ძალადობას, ვერ შეწყვეტს საქართველოს ისტორიულ განვითარებას - ემიგრანტების აქცია ნიუ-იორკში

მშვიდობიანი მომიტინგეებზე და მედიის მონაწილეებზე ძალადობას აშშ-ში ქართველი ემიგრანტები აპროტესტებენ. ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ და მმართველ ხელიუსფლებას მოუწოდეს, შეწყვიტოს ხალხზე ძალადობა.

ვერ შეწყვეტთ საქართველოს ისტორიულ განვითარებას - ეუბნებიან ივანიშვილის გუნდს ემიგრანტები.

ჩვენ გვინდა ადამიანებმა შეიტყონ იმის თაობაზე, რაც ხდება თბილისში და ასევე იმის თაობაზე, რომ რუსთაველზე, ჟურნალისტებს სცემენ, აპატიმრებენ, ართმევენ ტექნიკას და ჩვენ დავაფიქსირეთ 90-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც ადამიანის გამოხატვის უფლება დაირღვა, ჩვენ გვიყვებიან ჟურნალისტები და ოპერატორები, როგორ სცემდნენ საათობით, როგორ წაართვეს ტექნიკა, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას. ჩვენ დღეს ვაფიქსირებთ, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის მიუღებელია მსგავსი დანაშაულებები. "ქართული ოცნება", რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, ვერ გააგრძელებს ადამიანებზე ძალადობას, ვერ შეწყვეტს საქართველოს ისტორიულ განვითარებას", - ამბობს ქართველი ემიგრანტი. 

მსგავსი სიახლეები