საგანგებო ვითარება აეროპორტში - თბილისი-ვენის რეისი უახლოეს საათებში განხორციელდება

05.09.21 20:07
საგანგებო ვითარება აეროპორტში - თბილისი-ვენის რეისი უახლოეს საათებში განხორციელდება

ავარიულად დასვებული თვითმფრინავიდან 180 მგზვარი ევაკუირებულია. "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორის, რომან ბოკერიას თქმით, თვითმფრინავი ვენის მიმართულებით  უახლოეს საათებში გაემართება.

ხარვეზი აღმოფხვრილია, "ჯორჯიან ეარვეისის"  რეისი თბილი-ვენა განხორციელდება, მიმდინარეობს უკვე  შესაბამისი პროცედურები, მგზავრთა ჩასხდომა დაიწყება უახლოეს პერიოდში", - ამბობს ბოკერია.

ბოკერია განმარტებით, თვითმფრინავის შასი არ დაიხურა, რის შემდეგაც პილოტმა გადაწყვეტილება მიიღო ისევ თბილისის აეროპორტში დამჯდარიყო.

როცა თვითმფრინავი აფრინდა ხომალდის მეთაურს სიგნალი მიეცა, რომ შასი არ დაიხურა, ხომალდის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, რომ თვითმფრინავი დაესვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამოეძახებინა შესაბამისი ექსპერტები, ჩაეტარებინა შემოწმება, ენახა რა ხარვეზი არის და ამის შემდეგ განეხორციელებინა რეისი", - განმარტავს ბოკერია.

მსგავსი სიახლეები