მოსამართლე ცაცუამ გიორგი კილასონიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადადო
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გიორგი კილასონიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადადო. საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ცაცუა 28 დეკემბერს გამოაცხადებს.
კილასონია 28 ნოემბერს დააკავეს. მას პოლიციისადმი დაუმორჩლებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. როგორც უფლებადმაცველი ამბობს, აქტივისტს დაკავებისას სასტიკად გაუსწორდნენ, მას აქვს დაზიანებები თავის და სახის არეში მიყენებული. კილასონიას მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის იზოლატორშიც კი ვერ მოათავსეს და პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.