ვენის მიმართულებით თვითმფრინავი გაფრინდა - მგზავრთა ნაწილმა მგზავრობაზე უარი თქვა

05.09.21 20:32
ვენის მიმართულებით თვითმფრინავი გაფრინდა - მგზავრთა ნაწილმა მგზავრობაზე უარი თქვა

თბილისიდან ვენის მიმართულებით თვითმფრინავი გაფრინდა, თუმცა მგზავრთა ნაწილმა გამგზავრებაზე უარი თქვა. ვენაში ის თვითმფრინავი გაფრინდა, რომელსაც თბილისში ცოტა ხნის წინ  ტექნიკური პრობლემა შეექმნა. "ჯორჯიან ეარვეისის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და თვითმფრინავი გამართულია. ბორტზე ამ დროისთვის 164 მგზავრი იმყოფება, 16-მა მათგანმა კი  გამგზავრებისგან თავი შეიკავა.

ტექნიკური პრობლემები "ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავს რამდენიმე საათის წინ თბილისის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე შეექმნა, თვითმფრინავი თბილისის თავზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაფრინდა, რის შემდეგაც ისევ თბილსიის აეროპორტში დაჯდა.

როგორც კომპანიაში განმარტეს, თვითმფრინავის შასი არ დაიხურა, რის შემდეგაც პილოტმა გადაწყვეტილება მიიღო ისევ თბილისის აეროპორტში დამჯდარიყო

 

მსგავსი სიახლეები