მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლები მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან

18.12.24 19:22
მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლები მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდინარე ტერიტორიიდან დაიძრა და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

"საქართველოს მომავალი ევროპაშია, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - სკანდირებენ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები, რომელთაც საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანებიდან სიგნალებით და ოვაციებით ხვდებიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან თავისუფალ და სამართლიან გარემოში ახალი არჩევნების ჩატარებასაც ითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები