ავარია თბილისში - სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ამოტრიალდა

05.09.21 22:49
ავარია თბილისში - სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ამოტრიალდა

ქეთევან წამებულის გამზირზე,"300 არაგველის" მეტროსთან ავარია მოხდა. სასწრაფო დამხარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ამოტრიალდა. სავარაუდოდ, დაშავებულია 2 ადამიანი, მათ შორის, პაციენტი.

 "პირველების" ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"პირველების" გადამღები ჯგუფი დმაატებით დეტალებს ადგილზე არკვევს.