''CU-ელები ევროპული მომავლისთვის''- აქციის მონაწილეები მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან
უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში პეკინის გამზირზე კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების რუსთველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც საყოველთაო პროტესტს შეუერთდებიან.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნები და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების განთავისუფლება.
შეუძლებელია, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოექცეს. ჩვენ მთელ ძალისხმევას ვხარჯავთ, რომ ვიყოთ წარმატებულები, ჩვენი სტუდენტებისთვის გვინდა უკეთესი მომავალი, გარემო და შესაბამისი პროექტები. ეს ყველაფერი გვერდზე დარჩება თუ ჩვენ გავჩერდები და სახლში დავსხდებით და შევეგუებით უსამართლობას, როდესაც ხდება დარბევა, ცემა, წამება. ამ ყველაფრის თავი არის წაგებული არჩევნები. ჩვენ ვერ დაგვანახა სასამართლომ, რომ იქ არ იყო ფარულობა დარღვეული. როგორ შეიძლება ჩვენ შევიდეთ სტუდენტთან ლექციაზე და ვუთხრათ, რომ არაფერი არ მომხდარა'', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.