''მრავალფეროვნების მარში'' - აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
ამ წუთებში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ''არა რუსულ რეჟიმს'' და ''არა რუსულ მთავრობას' '- ეს არის დემონსტრანტების მთავარი სათქმელი.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური განსხვავებისა, დგას ქვეყნის სადარაჯოზე და ითხოვს ახალ არჩევნებს.
მრავალფეროვნების მარში და მსვლელობა, რომელიც აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს. წარმოადგენს მათ ხმას და ეს არის ჩვენება იმისა, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მიუხედავთ ეთნიკური განსხვავებისა დგას ქვეყნის სადარაჯოზე და ამბობს არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ მთავრობას. ითხოვს ხელახალ არჩევნებს და მათი ხმაც შესმენილი იქნება'', - ამბობს აქციის ერთ - ერთი მონაწილე.