მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლების მსვლელობას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები შეუერთდნენ.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ერთიანი საპროტესტო მარშით პარლამენტთან მივიდნენ. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - გაათავისუფლონ რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
შეგახსენებთ, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლები მსვლელობით მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ.