''ჩემი შვილი რეჟიმის პატიმარია" - აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების მშობლები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

18.12.24 20:37
''ჩემი შვილი რეჟიმის პატიმარია" - აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების მშობლები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების მშობლები ახლა რუსთველის გამზირზე დგანან.

''ჩემი შვილი რეჟიმის პატიმარია'' და  ''თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს''- ამ ბანერებით მშობლები აქციაზე მივიდნენ.

პატიმრების მშობლები, ირაკლი კობახიძეს მიმართავენ და მასთან შეხვედრას მოითხოვენ.

ირაკლი კობახიძე ითხოვს შეხვდეს, ა შოთა არველაძეს მიმართა. შოთა არველაძესთან რა აქვს სალაპარაკო, ირაკლი კობახიძეს სალაპარაკო აქვს ჩვენთან, რომლის შვილებიც არაფრის გამო ჰყავს დაპატიმრებული. 12- კაციანი ჯგუფი ჩემს სახლში მოვიდა მძინარე ბავშვი ლოგინიდან აიყვანე, რატომ რას ერჩის ამ ბავშვებს ჩვენ შეგვხდეს დედებს შეგვხდეს. ამ გამწარებულ დედებს შეგვხდეს. ჩემი შვილი 25 წილის არის'', - ამბობს აქციის ერთ- ერთი მონაწილე.

მსგავსი სიახლეები