დიდი ოდენობით უაქციზო ელექტრო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია ერთი პირი

05.09.21 23:31
დიდი ოდენობით უაქციზო ელექტრო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია ერთი პირი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ელექტროსიგარეტის შენახვა გადაზიდვის ფატზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული შემდგომი გასაღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ახორციელებდა HQD-ს დასახელების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ელექტრო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 596 ერთეული უაქციზო ელექტრო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 47 880 ლარს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.