ივანიშვილის სურს, ქართველი ხალხი დაამონოს, მაგრამ ვერასდროს შეძლებს - ჯაფარიძე

18.12.24 23:42
ივანიშვილის სურს, ქართველი ხალხი დაამონოს, მაგრამ ვერასდროს შეძლებს -  ჯაფარიძე

"ივანიშვილის სურს, ქართველი ხალხი დაამონოს, მაგრამ ვერასდროს შეძლებს " - ამის შესახებ "პირველებთან" "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, "ქართველ ოლიგარქს არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი გვერდით აღარ დარჩა და დღეს "ტიტუშკების" იმედადღა არის დარჩენილი".

"კრიზისიდან გამოსავალი, რომელშიც რუსმა ოლიგარქმა ჩაგვაგდო, ხელახალი არჩევნებია" - აღნიშნავს სოფო ჯაფარიძე და ამასთან მოითხოვს, რომ საპროტესტო აქციის ფარგლებში ყველა უკანონო დაკავებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. 

პროტესტი არ წყდება, მუხტი უფრო მეტად იზრდება. მთელი საქართველო დღეს დგას ფეხზე. ძალიან გააქტიურდა ბიზნეს სექტორი და დგას ევროპული მომავლის სადარაჯოზე. სამედიცინო საზოგადოება, რომელიც დღეს ისეთი ერთსულოვანია, როგორც არასდროს. ვხედავთ მარშებს დილიდან საღამომდე ყოველდღიურად, საქართველო, ქართველი ხალხი დგას გარეთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, მშვიდობის ნაცვლად, რასაც ივანიშვილი და მათი პროპაგანდა ჰპირდება ქართველ ხალხს, მივიღეთ რეპრესიები და წამება.

ეს არაადამიანები რას შვრებიან, ეს ჯალათები, ეს რუსის მონები. როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ოდესმე ქართველი ხალხი შეეგუოს. ბიძინა ივანიშვილის უნდა, რომ ქართველი ხალხი დაამონოს, რასაც ვერასოდეს ვერ შეძლებს. დღეს ივანიშვილი "ტიტუშკების" იმედად არის დარჩენილი, აღარავინ აღარ ჰყავს, შემოეცალა ყველა საღად მოაზროვნე ვინც კი ვინმე იყო მათი მხარდამჭერი.

მიიღეთ სახელმწიფოს სრული კოლაფსი. კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ აქციის მონაწილეების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებული და ცხადია ხელახალი არჩევნები, რომელიც გამოგვიყვანს იმ კრიზისიან, რა კრიზისშიც რუსმა ოლიგარქმა ჩააგდო ეს ქვეყანა'', - ამბობს სოფო ჯაფარიძე.