აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მსგავსი სიახლეები
23.06.26 11:29
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან