ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
კორონავირუსის არასწრულოვანი მსხვერპლი - ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ციციშვილის კლინიკაში კოვიდით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მოზარდს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
როგორც ექიმები ამბობენ, მოზარდი 1 კვირის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, რის შემდეგაც მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.