დროა გაიფიცოთ! - პროტესტის თსუ-სთან

19.12.24 14:20
დროა გაიფიცოთ! - პროტესტის თსუ-სთან

 

დროა გაიფიცოთ! - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფიცული სტუდენტების და ლექტორების აქცია მიმდინარეობს. თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობა დღესაც ქუჩაში დგას.

ახალგაზრდები უკანონო ტყვეობაში მყოფი თანამოაზრეების გათავისუფლებას ითხოვენ.  მათ შორის არის ზვიად ცეცხლაძე, რომელსაც რეჟიმი მრავალწლიანი პატიმორბისთვის იმეტებს. თსუ-ს პირველ კორპუსთან ახალგაზრდები ცოტა ხნის წინ შეიკრიბნენ და მათ თანატოლებს და ლექტორებს მოუწოდეს გაიფიცნონ და აუდიტორიებში შესვლის ნაცვად, მათი სამოქალაქო პოზიცია ქუჩიდან, ღიად დააფიქსირონ.  

ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლეს ყველა პოლიტიკური პატიმარი - მოითხოვენ ადგილზე შეკრებილი სტუდენტები. 
 

მსგავსი სიახლეები